სოზარ სუბარი - ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ძალიან მკაფიო იყო და დავაზუსტებ, ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება, საგამოძიებო კომისიამ გაყალბება თუ არ დაადასტურა
სოზარ სუბარი - ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ძალიან მკაფიო იყო და დავაზუსტებ, ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება, საგამოძიებო კომისიამ გაყალბება თუ არ დაადასტურა

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ძალიან მკაფიო იყო და დავაზუსტებ, ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება, საგამოძიებო კომისიამ გაყალბება თუ არ დაადასტურა, – განაცხადა თემის კომენტირებისას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, სოზარ სუბარმა.

ამასთან, სოზარ სუბარის თქმით, პოლიტპატიმრებთან დაკავშირებითაც მკაფიოა, რომ არანაირი პოლიტპატიმარი არ არსებობს და ამაში ოპოზიციაც დარწმუნებულია.

„პრემიერ-მინისტრის განცხადება ძალიან მკაფიო იყო, თუმცა ერთ დაზუსტებას გავაკეთებ, როდესაც ამბობს, რომ არჩევნები იქნება 2024 წელს, ამაზე ჩვენ შემდეგი დათქმა გვაქვს, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის ფარგლებში არჩევნები შევაფასოთ და თუ გაყალბდა, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ახალი არჩევნები უნდა იყოს. ოპოზიცია ახალ არჩევნებს როცა ითხოვდა, ისინი ამბობდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა. არჩევნები თუ არ გაყალბდა, ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას საფუძველი ეცლება. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, თუმცა მივდივართ ამ ნაბიჯზე, რომ ეს საპარლამენტო გამოძიება არჩევნებთან დაკავშირებით ჩავატაროთ.

პოლიტპატიმრებთან დაკავშირებითაც მკაფიოა, რომ არანაირი პოლიტპატიმარი არ არსებობს და ამაში ოპოზიციაც დარწმუნებულია. ოპოზიცია, რომ ამაში დარწმუნებულია, ეს მკაფიოდ ჩანს მათი იმ ნაბიჯიდან, რომ არც ერთი ეს საქმე, რომელზეც ისინი ამბობენ, რომ საქმე პოლიტპატიმრებს ეხება, ისინი არ წავიდნენ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სტრასბურგის სასმართლოში. აქედანაც მკაფიოდ ჩანს მათი დამოკიდებულება, რომ ძალიან კარგად იციან, რომ არანაირი პოლიტიკური მდგენელი ამ საქმეებში არ არის. ისინი უბრალოდ ცდილობენ პოლიტიკური ზეწოლისა და ქუჩის აქციების გზით ხელისუფლებაზე მოახდინონ გავლენა, რომ მათთვის სასურველი პირები პატიმრობაში არ იყვნენ. ამ საკითხის განსახილველად არსებობს სასმართლო დარბაზი ან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო.

ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება, თუ გაყალბება არ დადასტურდა. დღევანდელი მოცემულობით რომ ვადამდელი არჩევნები დანიშნოს, ოპოზიციას არ ვუსურვებდი ამ არჩევნების დანიშვნას“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.