სოზარ სუბარი - იმ ფუნქციების გათვალისწინებით, რაც პრეზიდენტისთვის ახალი კონსტიტუციით არის განსაზღვრული, ორბელიანის სასახლე მისთვის აბსოლუტურად შესატყვისია
სოზარ სუბარი - იმ ფუნქციების გათვალისწინებით, რაც პრეზიდენტისთვის ახალი კონსტიტუციით არის განსაზღვრული, ორბელიანის სასახლე მისთვის აბსოლუტურად შესატყვისია

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტი იმ სასახლეში უნდა იყოს, რომელიც ახალი კონსტიტუციით განსაზღვრულ მის ფუნქციებს შეესაბამება.

ამასთან, როგორც სუბარი ამბობს, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რომელ შენობაში გააგრძელებს საქმიანობას.

„მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს იმ სასახლეში, რომელიც არის შესატყვისი მისი იმ ფუნქციების, რასაც ახალი კონსტიტუცია აწესებს, თუმცა თითოეულმა ადამიანმა, იმ კანდიდატმა, რომელიც გაიმარჯვებს, თვითონ უნდა გადაწყვიტოს, სად უნდა იყოს, არანაირი მითითება არ იქნება.

პირადად მე მიმაჩნია, იმ ფუნქციების გათვალისწინებით, რაც პრეზიდენტისთვის ახალი კონსტიტუციით არის განსაზღვრული, ორბელიანის სასახლე მისთვის არის აბსოლუტურად შესატყვისი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.