სოზარ სუბარი – პრეზიდენტობაზე ჩემი კანდიდატურის საკითხი არ განიხილება და გაძლევთ პირობას, რომ არც დადგება

01:00, 12.05.2018

პრეზიდენტობაზე ჩემი კანდიდატურის საკითხი არ განიხილება და გაძლევთ პირობას, რომ არც დადგება, – განაცხადა დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას.

ამ განცხადებით სოზარ სუბარმა გადაცემის წამყვანის ირაკლი აბსანძის შეკითხვას უპასუხა, შეთავაზების შემთხვევაში, დათანხმდება თუ არა პრეზიდენტობის კანდიდატობას და შესაძლებელია თუ არა, მალე ის საპრეზიდენტო კანდიდატად ვიხილოთ.

„ეს მსჯელობის საგანი არ ყოფილა და არსად არ განიხილება. მსგავსი რამ დღის წესრიგში არ დამდგარა და არც დადგება. მე რომ დავიწყო იმის მტკიცება, რომ არა, ეს გამორიცხულია და ა.შ, გამოვა, რომ რაღაცნაირად, თვითონ ინსტიტუტს ვაკნინებ. ამიტომ, ამ თემასთან დაკავშირებით სხვას არაფერს ვიტყვი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მსგავსი