სოზარ სუბარი - ფაქტია, რომ სააკაშვილმა, ადეიშვილმა და უგლავამ, სცადეს სისტემური კორუფციის სქემა, რომელიც საქართველოში მოქმედებდა, გაეტანათ უკრაინაში
სოზარ სუბარი - ფაქტია, რომ სააკაშვილმა, ადეიშვილმა და უგლავამ, სცადეს სისტემური კორუფციის სქემა, რომელიც საქართველოში მოქმედებდა, გაეტანათ უკრაინაში

უკრაინაში სააკაშვილის მიმართ რა სამართლებრივი პროცესები დაიწყება და როდის, ეს მე არ ვიცი, ეს არის უკრაინის შიდა საქმეები და ამაში მე არ ჩავერევი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, ფაქტია, რომ სააკაშვილმა და საქართველოში ელიტური კორუფციის შემქმნელმა მთავარმა პირებმა ადეიშვილმა, უგლავამ და კიდევ რამდენიმემ, სცადეს, რომ ის სისტემური კორუფციის სქემა, რომელიც საქართველოში მოქმედებდა, გაეტანათ ქვეყნის გარეთ, უკრაინაში.

„ბუნებრივია, იქ ამას ვერ მოახერხებდნენ მთელი ქვეყნის მასშტაბით, რადგან ეს ძალაუფლება მათ არ ჰქონდათ, მაგრამ ეს მათ დანერგეს იქ, სადაც ესენი მართავდნენ – ეს არის უკრაინის რკინიგზა. როცა ხუთჯერ შეამცირეს ტარიფები რკინიგზაზე და ამით ტვირთები კი არ გაიზარდა, ტვირთები იგივე დარჩა, მარტივად მეტყველებს ერთ რამეზე, რომ ის დარჩენილი ოთხი მეხუთედი მიდიოდა ამ კონკრეტული კორუფციონერების ჯიბეში, ამას ამტკიცებენ არა მხოლოდ ჟურნალისტი გამომძიებლები, ამას ამტკიცებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაც. როგორც ჩანს, სხვა საგამოძიებო უწყებებშიც დაწყებულია გამოძიებები. ამაზე მეტყველებს სააკაშვილის გაცოფებული თავდასხმები უკრაინის უშიშროებაზე, პროკურატურაზე, რადგან ხედავს, რომ მის ირგვლივ ყულფი ვიწროვდება. დარწმუნებული ვარ, როგორც საქართველოში ყველამ დაინახა სიმართლე სიმართლე და ეს სიმართლე გამოიხატა განაჩენებში, ეს მოხდება უკრაინაშიც.

დატოვე კომენტარი