სოზარ სუბარი - ეკა გიგაური ვიდრე რაღაცას უარყოფს, გადახედოს თავის წარსულ გამონათქვამებს
სოზარ სუბარი - ეკა გიგაური ვიდრე რაღაცას უარყოფს, გადახედოს თავის წარსულ გამონათქვამებს

მოვძებნე ეკა გიგაურის განცხადება, სადაც პირდაპირი მოწოდებაა ომისკენ, თანაც ეს თქვა იმ დროს, როდესაც ქართულ რადიკალურ ოპოზიციაში განსაკუთრებით აქტუალური იყო ომისკენ მოწოდებები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარის თქმით, ეკა გიგაური ვიდრე რაღაცას უარყოფს, უნდა გადახედოს თავის წარსულ გამონათქვამებს.

„ვიდრე თქვენთან დავდგებოდი გავრცელდა ეკა გიგაურის განცხადება, თითქოს არაფერი უთქვამს. მე მოვძებნე ეკა გიგაურის განცხადება და წაგიკითხავთ, რა თქვა მან – „რუსეთი აგებს ომს უკრაინაში, იქ არ ჰყოფნის რესურსი, ამიტომ ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს შესაძლებლობის ფანჯარა გამოვიყენოთ“. ეს არის პირდაპირი მოწოდება ომისკენ, სხვანაირად, ამის გაგება შეუძლებელია, თანაც ეს თქვა იმ დროს, იმ პერიოდში, როდესაც საქართველოში ქართულ რადიკალურ ოპოზიციაში განსაკუთრებით აქტუალური იყო ომისკენ მოწოდებები და საქართველოს ომში ჩართვის მცდელობები. ეს არის მოწოდება ომისკენ და როცა ადამიანი თან ამბობს, რომ ის არის არასამთავრობო ორგანიზაციაა და ამავე დროს ცდილობს, ქვეყანა ჩაითრიოს ომში, მართლა არ მესმის, ის ორგანიზაცია რატომ აჩერებს ასეთ ადამიანს ხელმძღვანელად, ან ვინ არიან ის დონორები, რომლებიც ასეთ ადამიანს დაფინანსებას აძლევენ. ეკა გიგაური ვიდრე რაღაცას უარყოფს, გადახედოს თავის წარსულ გამონათქვამებს და დარწმუნდება, რომ მან ეს მართლა თქვა.საქართველოს ხელისუფლების და განსაკუთრებით, პრემიერ-მინისტრის ძალიან მკაფიო, ხშირად ხისტი გამონათქვამი, რომ საქართველო არავითარ შემთხვევაში არ ჩაებმება ომში, ეს იყო სპეციალურად ნათქვამი ამ ფორმით იმისთვის, რომ ყოფილიყო სიგნალი ყველასთვის – ჩვენი მოქალაქეებისთვისაც, სავარაუდო ინვესტორისთვისაც, დასავლელი მოკავშირეებისთვის და თუნდაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვისაც, დე ფაქტო მმართველებისთვისაც. საქართველო არ აპირებს ომში ჩართვას და საქართველის მთლიანობის ერთადერთი გზა არის მშვიდობიანი გზა“, – განაცხადა სუბარმა.

დატოვე კომენტარი