სოზარ სუბარი - ძალიან მალე, ლილოს დასახლებაში ევროსტანდარტების შესაბამისი საცურაო კომპლექსი გაიხსნება
სოზარ სუბარი - ძალიან მალე, ლილოს დასახლებაში ევროსტანდარტების შესაბამისი საცურაო კომპლექსი გაიხსნება

სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოზარ სუბარი ლილოს დასახლებაში მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას სტუდენტები და სპორტსმენები ესწრებოდნენ. ადგილობრივების ძირითადი მოთხოვნა ამორტიზებული ბიბლიოთეკის შენობის რეაბილიტაცია და საფეხბურთო მოედნის მოწყობა იყო.

როგორც სოზარ სუბარმა მოსახლეობას განუცხადა, ძალიან მალე, ლილოს დასახლებაში ევროსტანდარტების შესაბამისი საცურაო კომპლექსი გაიხსნება, რომელიც თბილისის მიერ დაფინანსდა და რომლის ღირებულება 1 700 000 ლარია.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, დასასრულს უახლოვდება ბიბლიოთეკის შენობის სარემონტო სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 250 000 ლარს შეადგენს.

მოსახლეობამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გარე განათების პრობლემის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. სოზარ სუბარი მათ დაპირდა, რომ აღნიშნული პრობლემა მალე მოგვარდება.

„ლილოს ახალგაზრდები ძალიან ამაყობენ, რადგან მათ საკუთარი ევროპის ჩემპიონი ჰყავთ – ლევან წიკლაური. ის ახლა პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა, რაც კარგი მოტივაციაა მომავალი თაობისთვის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

დატოვე კომენტარი