სოზარ სუბარი - ბევრი ოპოზიციონერი ღიად აცხადებს, რომ მზად არის პარლამენტში შემოსასვლელად, ოპოზიციაში იწყება გადააზრება, რამდენად არასწორ პოლიტიკას ახორციელებდნენ 
სოზარ სუბარი - ბევრი ოპოზიციონერი ღიად აცხადებს, რომ მზად არის პარლამენტში შემოსასვლელად, ოპოზიციაში იწყება გადააზრება, რამდენად არასწორ პოლიტიკას ახორციელებდნენ 

მანდატების შეწყვეტის საკითხი შეიძლება დადგეს ნებისმიერ წუთს. დღესაც მათ შეუძლიათ განაცხადები თავიდან შემოიტანონ თუ სურვილი არ განელებიათ, თუმცა ძალიან ბევრი ოპოზიციონერი ღიად აცხადებს, რომ ისინი მზად არიან პარლამენტში შემოსასვლელად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

როგორც სუბარმა აღნიშნა,  ყველაზე მკაფიო სიგნალი ამ გადააზრების წამოვიდა ზურაბ ჯაფარიძისგან.

„მან პირდაპირ აღნიშნა, რომ ოპოზიციურ პარტიებში იყვნენ წამყვანი პარტიები, პოლიტიკოსები, რომლებიც ღიად ამბობდნენ, რომ მათი მიზანი არის პარლამენტის ბოიკოტირება“. წუხელ ჩვენ ვუსმენდით „გირჩის“ წევრებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ მათ ვერ იჰპოვეს კონსენსუსი ოპოზიციურ პარტიებთან და ახლა მზად არიან მოლაპარაკებისთვის უმრავლესობასთან. „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი მანჯგალაძე ასევე ღიად მოგვიწოდებდა გუშინ, სანამ კენჭისყრა იქნებოდა, რომ არ გვეყარა კენჭი მათი მანდატების შეწყვეტისთვის, თუმცა შემოტანილი ჰქონდა განცხადება. იგივე სიგნალები მოდის არაერთი ოპოზიციონერისგან. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ გადააზრება იწყება იმის თუ რამდენად არასწორ პოლიტიკას ახორციელებდნენ. მაგრამ ყველაზე მკაფიო სიგნალი ამ გადააზრების წამოვიდა ზურაბ ჯაფარიძისგან, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ ოპოზიციურ პარტიებში იყვნენ წამყვანი პარტიები, პოლიტიკოსები, რომლებიც ღიად ამბობდნენ, რომ მათი მიზანი არის პარლამენტის ბოიკოტირება, საბოტაჟი და ისინი არ აპირებენ პარლამენტში შესვლას არც იმ შემთხვევაში თუ მათი ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდებოდა. აქედან ნათლად ჩანს, მათი მიზანი რა იყო. როგორც ჩანს, საპარლამენტო პარტიები, სხვადასხვა პარტიების შემადგენლობაში ბევრი პოლიტიკოსი ამის გაცნობიერებას ახდენს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.