სოზარ სუბარი - ჟენევის მოლაპარაკება არის ძალიან სერიოზული ფორმატი და არ ველოდები, რომ შეიძლება ჩაიშალოს
სოზარ სუბარი - ჟენევის მოლაპარაკება არის ძალიან სერიოზული ფორმატი და არ ველოდები, რომ შეიძლება ჩაიშალოს

ჟენევის მოლაპარაკება არის ძალიან სერიოზული ფორმატი და არ ველოდები, რომ შეიძლება ჩაიშალოს, – ამის შესახებ დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

სუბარის თქმით, ზოგადად, ყოველი შეხვედრა ჟენევის ფორმატში მუქარის ქვეშაა.

„ჟენევის მოლაპარაკება არის ძალიან სერიოზული ფორმატი და არ ველოდები, რომ შეიძლება ჩაიშალოს. ზოგადად, ყოველი შეხვედრა ჟენევის ფორმატში არის სწორედ ამ მუქარის ქვეშ – ან არ ჩატარდება, ან ჩაიშლება, ხანაც დროზე ადრე ტოვებენ. შედეგები არის მინიმალური, მაგრამ მთავარი შედეგი რაც აქედან არის, არის ის, რომ ფორმატი ცოცხლობს, ფორმატი მოქმედებს და ის საკითხები, რომლებიც დღის წესრიგში დგას, არ გადის და არ გავა დღის წესრიგიდან, სანამ არ იქნება გარღვევა და არ იქნება წარმატება“, – განაცხადა სუბარმა.

სეპარატისტული რეჟიმი საქართველოს მთავრობის ქმედებებს პროვოკაციულად აფასებს და აცხადებს, რომ აღნიშნულმა ზომებმა შესაძლოა, ჟენევის დისკუსიებს საფრთხე შეუქმნას.