სოზარ სუბარი – დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც ჩვენც და აფხაზებიც ერთად ვიზეიმებთ ერთიან ქვეყანაში ცხოვრებას 

13:30, 27.09.2018

27 სექტემბერი ყველაზე ტკივილიანი დღეა ჩვენი უახლესი ისტორიის და არა მარტო ჩვენი, იგივე არის აფხაზებისთვისაც, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

„დღევანდელი დღესავით მახსოვს 25 წლის წინ, როდესაც სოხუმი დავტოვეთ და მთელი დღის განმავლობაში ვერც გავისიგრძეგანე რა მოხდა. ღამე, როდესაც დაბანაკებულებმა დავინახეთ სოხუმის გაჩირაღდნებული ცა, მოვხვდი, რომ რაღაც ისეთი მოხდა, რომლის უკან დაბრუნება იქნებოდა ძალიან მძიმე. დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, ჩვენც და აფხაზებიც ერთად ვიზეიმებთ ერთიან, დიდ და წარმატებულ ქვეყანაში ცხოვრებას, ამისთვის ყველაფერი კეთდება”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მსგავსი