სოზარ სუბარი - დარწმუნებული ვარ, ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით, საქართველო მალე გახდება ნატო-ს წევრი
სოზარ სუბარი - დარწმუნებული ვარ, ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით, საქართველო მალე გახდება ნატო-ს წევრი

დარწმუნებული ვარ, ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით, საქართველო მალე გახდება ნატო-ს წევრი, – ამის შესახებ რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა ამერიკელი კონგრესმენ ადამ კინზინგერის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, ნატო არის საქართველოს დამოუკიდებლობის ტერიტორიული მთლიანობის გარანტი და ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის სწრაფვა ნატო-სკენ.

„ჩვენ ვართ ყველაზე დიდი პარტნიორი ნატო-სი, ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის და ბევრ ქვეყანაზე დიდი კონტრიბუცია შეგვაქვს იმ მიზნების შესრულებაში, რაც ნატო-ს მიზნებია და რასაც ნატო აკეთებს. აქამდეც კარგი იქნებოდა ეს მხარდაჭერა ყოფილიყო ზოგიერთი ევროპული ქვეყნისგან, თუმცა აშშ და ძალიან ბევრი ნატო-ს წევრი ქვეყანა არის ჩვენი ყოველდღიური მტკიცე მხარდამჭერი. დარწმუნებული ვარ, რომ მალე გახდება საქართველო ნატო-ს წევრი ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

შეგახსენებთ, კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაზე – „მშვიდობა და უსაფრთხოება რეგიონში: დეოკუპაციისთვის ბრძოლის 12 წელი“ განაცხადა, რომ დადგა დრო, საქართველო გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი.