ადამ კინზინგერი - აშშ-ის კონგრესი, სენატი და პრეზიდენტი მხარს უჭერენ საქართველოს, საქართველოსთვის დადგა დრო, გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი
ადამ კინზინგერი - აშშ-ის კონგრესი, სენატი და პრეზიდენტი მხარს უჭერენ საქართველოს, საქართველოსთვის დადგა დრო, გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი

საქართველოსთვის დრო დადგა, რათა გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი, – ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაზე – „მშვიდობა და უსაფრთხოება რეგიონში: დეოკუპაციისთვის ბრძოლის 12 წელი“ განაცხადა.

როგორც კინზინგერმა აღნიშნა, აშშ-ის კონგრესი, სენატი და პრეზიდენტი მხარს უჭერენ საქართველოს.

„მინდა გითხრათ, რომ ათვლის წერტილი არის 12 წელი. საქართველოსთვის დადგა დრო, გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი. ვფიქრობ, ჩემი მეგობრები დაეთანხმებიან, რომ ის ფაქტი, რომ საქართველო ოკუპირებულია, ვფიქრობ, არ უნდა გახდეს მიზეზი, რათა საქართველო არ გახდეს ნატო-ს წევრი. ჩვენ ვიცით, რომ საქართველო ყველაზე ძლიერ პარტნიორებს შორის არის ავღანეთში ოპერაციების დროს. როდესაც ერთ სულ მოსახლეზე ჩართულობაზე ვსაუბრობთ, საქართველო მეორე გახლავთ აშშ-ის შემდეგ ავღანეთში ჩართულობის თვალსაზრისით და ვფიქრობ, ეს პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია მომავლისთვის. აშშ-ის კონგრესი, სენატი და პრეზიდენტი, ყველა მხარს უჭერს საქართველოს და გავაგრძელებთ ამის კეთებას“, – განაცხადა კინზინგერმა.