სოზარ სუბარი - ციმციმ, მიხეილ სააკაშვილი აიყვანეს და შეაბრძანეს ოთახში
სოზარ სუბარი - ციმციმ, მიხეილ სააკაშვილი აიყვანეს და შეაბრძანეს ოთახში

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანისას მისი, როგორც პატიმრის უფლებები არ დარღვეულა.

როგორც ჟურნალისტებს სუბარმა განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის თრევა არ ყოფილა, ეს არის ტყუილი.

„ციმციმ აიყვანეს და შეაბრძანეს ოთახში. რამდენიმე დღის განმავლობაში ვისმენდით, რომ პრეზიდენტს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მას თმებში მოჰკიდეს ხელი და ისე წაიყვანეს, ათრიეს მიწაზე, რეალურად, სხვა რამე დავინახეთ. თანამშრომლებს უშვერი სიტყვებით ლანძღავდა, რომლებიც სახელმწიფოს და კანონს ემსახურებიან. დავინახეთ, რომ შეურაცხყოფა მიაყენა თანამშრომლებს, არ ემორჩილებოდა და შეიყვანეს ოთახში. ასევე დავინახეთ, რომ აპარატურა დაამტვრია, მაგრამ არა ისე, როგორც ამას ადვოკატები ამბობდნენ, რომ ჭიდაობის დროს ხელი მოუხდა, აპარატურა შეგნებულად დაამტვრია. ეს ყველაფერი განსხვავებულია იმისგან, რასაც ადვოკატები ყვებოდნენ და ეს დაინახა საზოგადოებამ”, – განაცხადა სუბარმა.