სოზარ სუბარი  ჭუბერისა და ხაიშის თემების მოსახლეობას შეხვდება
სოზარ სუბარი  ჭუბერისა და ხაიშის თემების მოსახლეობას შეხვდება

ჭუბერში, დღეს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი სოზარ სუბარი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ჭუბერისა და ხაიშის თემების მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავენ.

შეხვედრაზე თემების მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარების შესახებ მოსახლეობის შეხედულებას განიხილავენ.

აღნიშნულ საკითხზე მოსამზადებელი სამუშაოები თითქმის ორი კვირა მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, 26 ივლისს შემოსავლების სამსახურმა ხე-ტყის გადამამუშავებელი საამქროების შემოწმება  დაიწყო, რასაც ადგილობრივებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოყვა. თითქმის მთელი დღე გადაკეტილი იყო ზუგდიდი- ჯვარი- მესტიის დამაკავშირებელი გზა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ძირითადად ხე-ტყის დამუშავებით არიან დაკავებულნი და სხვა შემოსავლის წყარო მათ არ გააჩნიათ.