სოზარ სუბარი - ბოლო ათწლეულების განმავლობაში კახეთში ასეთი წყალდიდობა არ ყოფილა
სოზარ სუბარი - ბოლო ათწლეულების განმავლობაში კახეთში ასეთი წყალდიდობა არ ყოფილა

შეიძლება ითქვას, ბოლო ათწლეულების განმავლობაში კახეთში ასეთი წყალდიდობა არ ყოფილა. მაქსიმალური კეთდება, რომ ზარალი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონების მიმართულების ხელმძღვანელმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

„ამ წუთისთვის საკმაოდ რთული მდგომარეობა გვაქვს კახეთის რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში; ეს არის: თელავი, ლაგოდეხი, ახმეტა. რთული ვითარებაა თიანეთის მუნიციპალიტეტში და დასავლეთ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში. ყველაზე დიდი წყალდიდობაა კახეთის რეგიონში. ზოგიერთი მდინარე იმ დონემდეა ადიდებული, რომ ბოლო ათეული წლის განმავლობაში შეიძლება ასეთი წყალდიდობა არ ყოფილა. მაქსიმალურად კონტროლზეა ყველაფერი. არის ადგილები, სადაც ჯერ სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება, ვიდრე სტიქია არ გაჩერდება აღდგენითი სამუშაოები ვერ დაიწყება. მაქსიმალური კეთდება, რომ ზარალი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი”, – განაცხადა სუბარმა.