სოზარ სუბარი - ბერლინის კედლის მსგავსად, საოკუპაციო ხაზი არის ხელოვნური საზღვარი ცივილიზაციასა და ანტიცივილიზაციას შორის
სოზარ სუბარი - ბერლინის კედლის მსგავსად, საოკუპაციო ხაზი არის ხელოვნური საზღვარი ცივილიზაციასა და ანტიცივილიზაციას შორის

ბერლინის კედელი იყო საზღვარი ცივილიზაციასა და ანტიცივილიზაციას შორის, ცივილიზაციასა და ბოროტებას შორის, როგორც დღეს, ეს ხელოვნური ბარიერი არის საზღვარი ცივილიზაციასა და ანტიცივილიზაციას შორის, – ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან განაცხადა, სადაც უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდა.

სოზარ სუბარი და პავლო როზენკო საოკუპაციო ზოლში მცხოვრებ დათა ვანიშვილს გაესაუბრნენ.

 

„მჯერა, რომ როგორც ბერლინის კედელი დაინგრა, ისე დაინგრევა ნებისმიერი ასეთი ბარიერი. დღეს, საქართველო და უკრაინა ერთნაირ მდგომარეობაში ვართ, გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები, უკრაინაში ჯერ კიდევ მიმდინარეობს საომარი მოქმედებები. თუმცა, ორი მეგობარი ქვეყნის მტკიცე პოზიცია და საერთაშორისო მხარდაჭერა არის საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტი. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა უკრაინის ვიცე-პრემიერს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობთ უკრაინისგან. უკრაინელები იბრძოდნენ ჩვენს გვერდით, როგორც ქართველები იბრძვიან დღეს უკრაინაში და ეს არის საერთო ბრძოლა თავისუფლებისთვის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.