სოზარ სუბარი - არჩევანი მარტივია, ერთ მხარეს არის სტაბილურობა, ევროპული მომავალი, მეორე მხარეს კი ქაოსი, ადამიანის უფლებების დარღვევა და წარსულში დაბრუნება
სოზარ სუბარი - არჩევანი მარტივია, ერთ მხარეს არის სტაბილურობა, ევროპული მომავალი, მეორე მხარეს კი ქაოსი, ადამიანის უფლებების დარღვევა და წარსულში დაბრუნება

სამგორის რაიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სოზარ სუბარმა საბურთალოს მე-12 საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი გააკეთა.

„არჩევანი ძალიან მარტივია, რადგან ერთ მხარეს არის სტაბილურობა, ქვეყნის განვითარება, დემოკრატია, ადამიანის უფლებების დაცვა, საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ევროპული მომავალი, მეორე მხარეს კი ქაოსი, ადამიანის უფლებების დარღვევა და წარსულში დაბრუნება, რაც ნამდვილად არ უნდა ქართველ ხალხს და არც არავის. მაჟორიტარების შემთხვევაშიც ზუსტად იგივე – ერთ მხარეს არის ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება ადამიანების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ემსახურებოდა, მეორე მხარეს არის ცილისწამებები და ტყუილის ლაპარაკი. სხვა არც ერთი კანდიდატისგან არ მომისმენია არაფერი. სამწუხაროდ, არა მხოლოდ ამ უბანში, ჩვენს უბანში, არამედ ძირითადად მთელ საქართველოში ასეა. თუ ორ ძირითად ძალას ავიღებთ, „ქართული ოცნება“ ერთ მხარეს და მეორე მხარეს პარტია, რომელიც ადრე მართავდა ქვეყანას, არჩევანი კიდევ უფრო მარტივია. თვითონ სლოგანი რაც არის, ერთ მხარეს არის „ჩემი საქართველო აქ არის“ და მეორე მხარეს „მიშა მაგარია“-ს ვერ გასცდნენ 16 თუ 18 წელია. არჩევანი ძალიან მარტივია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ დღეს კიდევ ერთხელ ქართველი ხალხი გააკეთებს სწორ არჩევანს, როგორსაც აკეთებს ბოლო რვა წლის განმავლობაში და საღამოს ყველანი ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.