სოზარ სუბარი აცხადებს, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობაში აღარ იქნება
სოზარ სუბარი აცხადებს, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობაში აღარ იქნება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მოქმედი მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობაში აღარ იქნება.

„ჩემს გეგმებთან დაკავშირებით მოგვიანებით გაიგებთ. ერთადერთი პასუხი, რაც შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, ეს არის, რომ – არა. ახალ მთავრობაში ვერ მიხილავთ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

რაც შეეხება შეკითხვას, იქნება თუ არა ის „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი, სოზარ სუბარმა ამ შეკითხვის საპასუხოდაც განაცხადა, რომ არ იქნება.

სტრუქტურული ცვლილებების მიხედვით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება და მისი ფუნქცია სამ სხვადასხვა უწყებაზე გადანაწილდება. დევნილთათვის განსახლების ფუნქცია გადავა ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაციას შსს შეითავსებს, სოციალურ პოლიტიკას – ჯანდაცვის სამინისტრო.