სოზარ სუბარი აცხადებს, რომ 7 ნოემბერი ქვეყნის უახლეს ისტორიაში გარდამტეხი თარიღი იყო, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა
სოზარ სუბარი აცხადებს, რომ 7 ნოემბერი ქვეყნის უახლეს ისტორიაში გარდამტეხი თარიღი იყო, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა

პრემიერ-მინისტრის მრჩევლისა და ყოფილი სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის განცხადებით, 7 ნოემბერი ქვეყნის უახლეს ისტორიაში გარდამტეხი თარიღი იყო, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

„12 წელი საკმარისი დრო არის იმისთვის, რომ ერთი მიტინგი დაივიწყოს ქვეყანამ და დაივიწყოს ხალხმა, მაგრამ არის რაღაც მომენტები, რომლებიც არ გვავიწყდება, რატომ? იმიტომ რომ ეს იყო უღელტეხილი, გარდამტეხი მომენტი, იმიტომ რომ ხალხმა თქვა, რომ თავისუფლებას არ დათმობს და თავისუფლება მისთვის ყველაფერია. ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ღირსებას არ დათმობს და ღირსებაზე მაღლა არაფერს დააყენებს. ასეთი იყო 7 ნოემბერი“, – განცხადა სოზარ სუბარმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

მისივე განმარტებით, მომიტინგეთა დაშლა გამოყენებული ფორმით და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის მთავრი მიზანი მაშინდელი ხელისუფლებისთვის აქციის მონაწილეთა დამცირება და დაჩაგვრა იყო.

ყოფილი სახალხო დამცველი ამბობს, რომ მომიტინგეთა დამცირება 7 ნოემბრამდე სამი დღით ადრე გამართულ თათბორზე დაიგეგმა, რომელსაც იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა.

„4 ნოემბერს იყო თათბირი ვანო მერაბიშვილის კაბინეტში, სადაც დაიგეგმა, რომ მიტინგის თითოეული მონაწილე უნდა ეცემათ, წაერთმიათ მათთვის ქონება, დაეწვათ მათი მანქანები. სხვათა შორის იმ 4 ნოემბრის თათბირზე ვანო მერაბიშვილს ეკუთვნის სიტყვები – მიტინგზე გამოსული ყველა ადამიანი უნდა „დავაჩმოროთ, იმიტომ რომ „დაჩმორებულ“ ადამიანს ხალხი პატივს არ სცემსო. დაჩმორებული საზოგადოება უნდოდათ და ვერ მიაღწიეს“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.