სოზარ სუბარი - 2007 წლის 7 ნოემბერს საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუცია თავზე გადაგვახიეს
სოზარ სუბარი - 2007 წლის 7 ნოემბერს საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუცია თავზე გადაგვახიეს

2007 წლის 7 ნოემბერს საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუცია თავზე გადაგვახიეს, – ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

„7 ნოემბერს მე ვიყავი სახალხო დამცველი და მაშინდელი მოვლენები ორ ნაწილად დავყავი. პირველი, საქართველოს მოქალაქეებს თავზე გადაგვახიეს კონსტიტუცია და დღემდე ამ შეფასებასა და აზრზე ვრჩები. მეორე, სამართლებრივად რომ შევაფასოთ, ეს იყო სიტყვის თავისუფლებისა და ყველანაირი უფლების დარღვევა.

„იმედში“ შეჭრა იყო ძალადობის აპოგეა და ხაზის გადასმა ადამიანის უფლებებზე. მთელი დღის განმავლობაში ძალადობდნენ მოქალაქეებზე. შეუძლებელი იყო, ეს არ დამთავრებულიყო და მართლაც, ქართველმა ხალხმა არც სააკაშვილსა და არც მის ბანდას არ აპატია და გაუშვა პოლიტიკურ მოუსავლეთში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.