სოზარ სუბარი - 20 ივნისს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, ეს იყო შტურმი პარლამენტზე, რომელსაც ჰყავდა ორგანიზატორები და შემსრულებლები
სოზარ სუბარი - 20 ივნისს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, ეს იყო შტურმი პარლამენტზე, რომელსაც ჰყავდა ორგანიზატორები და შემსრულებლები

მთელი საქართველო უყურებდა ან პირდაპირ ეთერში, ან ბევრიც იქ იყო და შეუძლებელია ამის სხვანაირი შეფასება, გარდა ერთისა, რომ ეს იყო შტურმი პარლამენტზე, ეს იყო თავსხმა კანონისდამცველებზე, პოლიციელებზე, – ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა 20 ივნისზე კომენტარისას განაცხადა,

„ვუყურებდით ყველანი პირდაპირ ეთერში, როგორ სცემდენ პოლიციელებს სხვადასხვა საგნებით, როგორ იტაცებდნენ მათ პირდაპირ რიგებიდან და როგორ იყო მცდელობა, შეჭრილიყვნენ პარლამენტში. შტურმი იყო ნამდვილად, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო. თუ არ იყო მცდელობა, ეს შეიძლება სამართლებრივი შეფასების საკითხებია, რაშიც მე შევალ, მაგრამ ამ შტურმს ჰყავდა თავისი ორგანიზატორები და ჰყავდა თავისი შემსრულებლები. დღეს უბრალოდ შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებაც ეს არის და სიტყვასიტყვით წერია, რომ გამოვაცხადოთ ამნისტია პროცესის მონაწილე ყველა მხარეზე, როგორც ადამიანებზე, რომლებიც ახორციელებდნენ შტურმს, რომლებიც ესხმოდნენ თავს პოლიციელებს, ისე იმ პოლიციელებზე, რომლებმაც გადააჭარბეს თავის უფლებამოსილებას და ზოგ შემთხვევაში მართლა შეიძლება პირდაპირი დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთება, ჩვენ დავუშვით გამონაკლისი. გამონაკლისია, რომ ეს არ შეეხება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას და ეს არ შეეხება კონვენციურ დანაშაულს, როგორიც წამება ან წამებასთან გათანაბრებული მოპყრობა. ეს არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 141-დან 144-ე მუხლამდე. ეს ფურცელი უნდა გადავფურცლოთ, ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტში, რაც წერია სიტყვასიტყვით“,- განაცხადა სუბარმა.