სოზარ სუბარი - 1988 წელს საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის წინააღმდეგ ვშიმშილობდი და არ მახსოვს, ვინმეს თაფლი მიეღო, სააკაშვილი შიმშილობის როგორ ფორმას აირჩევს, მისი გადასაწყვეტია
სოზარ სუბარი - 1988 წელს საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის წინააღმდეგ ვშიმშილობდი და არ მახსოვს, ვინმეს თაფლი მიეღო, სააკაშვილი შიმშილობის როგორ ფორმას აირჩევს, მისი გადასაწყვეტია

შიმშილობა არის ადამიანის უფლება, პროტესტის ფორმა, თუმცა ეს ვერ მოახდენს გავლენას სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, ან მისჯილი პატიმრის გათავისუფლებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.

„ხუთი წელი სახალხო დამცველი ვიყავი, შემდეგ სასჯელაღსრულების მინისტრი, უამრავი მოშიმშილე მინახავს და ყოველთვის ერთი და იგივე დამოკიდებულება მქონდა – შიმშილობა არის ადამიანის უფლება, პროტესტის გამოხატვის ფორმა, თუმცა ეს ვერ მოახდენს გავლენას სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, ან მისჯილი პატიმრის გათავისუფლებაზე. ეს არის გამორიცხული. მოშიმშილე პატიმრის უფლებები უნდა იყოს დაცული და ამაში შედის პერიოდულად სამედიცინო მომსახურება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესია, უნდა მოხდეს საზოგადოების შესაბამისი ინფორმირება.

„ამიტომ საჭიროა მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნას, რათა საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანოს არავისგან მიღებულმა ინფორმაციამ. ხშირად ვხედავთ, რომ მასთან ერთი და იმავე პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები შევიდნენ და წინა დღეებში სრულიად სხვადასხვა ინფორმაცია გამოჰქონდათ. ექიმი ამბობდა, დაუძლურებული არისო, მისი თანამებრძოლები ამბობდნენ, რომ მას ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ აქვს. მსგავსი ინსინუაციები რომ გამოირიცხოს, კარგი იქნება მსგავსი ჯგუფის არსებობა. შიმშილობა ვიცი და გამომიცდია. 1988 წლის ნოემბერში საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის წინააღმდეგ ვშიმშილობდი და არ მახსოვს, ჩემ ირგვლივ ვინმეს თაფლი მიეღო, ან წვენები. წყალს ვსვამდით, რამდენიმე დღე მე წყალიც არ დამილევია, რის გამოც საავადმყოფოში მოვხვდი. სააკაშვილი შიმშილობის როგორ ფორმას აირჩევს, მისი გადასაწყვეტია“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

დატოვე კომენტარი