სოსო რობაქიძის ინფორმაციით, ბუტა რობაქიძის საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის ყოფილ პროკურორს ბრალი წარუდგინეს
სოსო რობაქიძის ინფორმაციით, ბუტა რობაქიძის საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის ყოფილ პროკურორს ბრალი წარუდგინეს

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალი კიდევ ერთ პირს, ირაკლი წერეთელს წარუდგინეს, რომელიც მკვლელობის პერიოდში დიდუბე-ჩუღურეთის ყოფილი პროკურორი იყო, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მან უნდა ითანამშრომლოს. ამის შანსი ჰქონდა დონაძესაც და მიქაძესაც. ვინც ითანამშრომლა, მე ყველას შევუნდე”, – განაცხადა რობაქიძემ.

საქართველოს პირველი არხი ინფორმაციის გადასამოწმებლად პროკურატურას დაუკავშირდა, საიდანაც დამატებით ინფორმაციას ელოდება.