სოსო რობაქიძე - მადლობელი ვარ, მართლა აღდგა დღეს სამართალი
სოსო რობაქიძე - მადლობელი ვარ, მართლა აღდგა დღეს სამართალი

ძალიან დიდი მადლობელი ვარ, მართლა აღდგა დღეს სამართალი, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ განაცხადა.

„კარგად იმუშავა პროკურატურამაც, ღირსეულად შეასრულა მოსამართლემ თავისი ვალდებულება და ამ ხალხს დაურიგა მაქსიმუმი, რაც შეიძლებოდა. აქ ატეხეს ერთი ამბავი, როდესაც ხელბორკილები დაადეს“, – განაცხადა სოსო რობაქიძემ.

მისი თქმით, ყველამ მიიღო, რაც ეკუთვნოდა.

სოსო რობაქიძემ დარბაზში მომხდარ ინციდენტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დარბაზში სანთებელა ისროლეს, რომელიც პროკურორს მოხვდა და პროკურორი დაშავდა.

„რასაც დონაძე აკეთებდა ორი დღის განმავლობაში, რაც გუშინ „რუსთავი 2“-მა აჩვენა, როგორ წვალობს ჩემი შვილი რომ კვდება, მარტო მაგიტომ ეკუთვნის ეს სასჯელი“, – განაცხადა სოსო რობაქიძემ.

ბუტა რობაქიძის საქმეზე დავით იაშვილს, გურამ დონაძეს, ზურა მიქაძესა და ირაკლი ფირცხალავას პატიმრობა მიესაჯათ.  განაჩენის გამოცხადებას სასამართლოში ხმაური მოჰყვა.