სოსო მანჯავიძემ, გიორგი იაკობაშვილმა და ია მეტრეველმა არასამთავრობო ორგანიზაცია „დავასრულოთ“ დააფუძნეს
სოსო მანჯავიძემ, გიორგი იაკობაშვილმა და ია მეტრეველმა არასამთავრობო ორგანიზაცია „დავასრულოთ“ დააფუძნეს

სოსო მანჯავიძემ, გიორგი იაკობაშვილმა და ია მეტრეველმა არასამთავრობო ორგანიზაცია „დავასრულოთ“ დააფუძნეს.

როგორც ორგანიზაციის დამფუძნებლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ორგანიზაციის მიზანია, წინა ხელისუფლებას ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხი აგებინონ.

სოსო მანჯავიძის განცხადებით, ორგანიზაციის „დავასრულოთ“ დაფუძნება ქვეყანაში არსებულმა ვითარებამ გადააწყვეტინათ.

„ჩვენს მეგობრებთან ერთად გადავწყვიტეთ, დაგვეფუძნებინა არასამთავრობო ორგანიზაცია „დავასრულოთ“. ეს განაპირობა იმ ყოვლად აუტანელმა სიტუაციამ, რომელიც შეიქმნა ქვეყანაში. კერძოდ, ჩამოყალიბდა ქვეყანაში დანაშაულებრივი ტრიადა, „ნაციონალური მოძრაობის“, მათი მხარდამჭერი „ენჯეოების“ და გამხმოვანებელი მედიასაშუალებების სახით, რომლებმაც ქვეყანაში ისტერია შექმნეს. უნდა ითქვას, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიასაშუალებები და პოლიტიკური პარტიები არ წარმოადგენენ საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს. ისინი ამკვიდრებენ ქვეყანაში ავადმყოფურ დღის წესრიგს. ჩვენი ამონაცაა, ამ ვითარებას შევეწინააღმდეგოთ და მოვახდინოთ ამ მიმართულებით საზოგადოების კონსოლიდაცია. ყველა მეთოდით, რაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია, შევეცდებით, შევცვალოთ და დავასრულოთ ეს მდგომარეობა საქარველოში“, – განაცხადა ორგანიზაციის დამფუძნებელმა, სოსო მანჯავიძემ.

როგორც ორგანიზაციის კიდევ ერთი დამფუძნებელიგიორგი იაკობაშვილი აცხადებს, „დავასრულოთ“ მოქალაქეებს წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ ქმედებებს შეახსენებს.

„ჩვენ იმ ტიპის ადამიანები ვართ, რომლებმაც თავი შევწირეთ იმ ეპიდემიასა და პანდემიასთან ბრძოლას, რომელიც უფრო დამაზიანებელია ქვეყნისთვის, ვიდრე „კოვიდ 19“. საუბარი მაქვს „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და არასამთავრობო ორგანიზაციებზე. ჩემი მთავარი მიზანია, საზოგადოებას არ დაავიწყდეს, რა ხდებოდა წარსულში. დღეს საქართველო არის ომში „ნაციონალური მოძრაობისა“ და მთელი ავადმყოფური კლასტერის წინააღმდეგ. ყველა მეთოდი და ხერხი, ყველა საშუალება არის დასაშვები, რომ გადავრჩეთ, როგორც სახელმწიფო. „ნაციონაური მოძრაობის“ მთელ მმართველობას წითელ ხაზად გასდევს ერთი რაღაც, რომ ადამიანს დაეკარგა ღირსება“, – განაცხადა გიორგი იაკობაშვილმა.

ამასთან, ია მეტრეველი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი ქმედებები, რომელიც დღემდე გრძელდება, უნდა დასრულდეს.

„ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას დიდი მტრის წინააღმდეგ, რომელიც არის „ნაციონალური მოძრაობა“. ქვეყანაში ვითარება გაუსაძლისი და აუტანელია. ახალგაზრდების სიცოცხლის ხარჯზე კადრულებენ ისეთ რაღაცებს, რაც აღარაფერში ჯდება. ჩვენი ორგანიზაციის სახელია „დავასრულოთ“ . საქართველს ისეთი მტერი არ ჰყოლია, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა“ და იმდენი ბოროტება არავი გაუკეთებია ქვეყნისთვის, რასაც ესენი ჩადიონდნენ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმის აღსაკვეთად, რაც დღეს ხდება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს, უნდა აიკრძალოს ეს კრიმინალი, დამნაშავე „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი დანაყოფები. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ჩამოგვეყალიბებინა ეს ორგანიზაცია. ჩვემ შევძლებთ ამ ბოროტების დასრულებას“, – განაცხადა ია მეტრეველმა.

დატოვე კომენტარი