სოსო გოგაშვილი - ყველა გაიგებს, რა არის რეალურად „ნაციონალური მოძრაობა“ და ვინ დგანან მათ უკან
სოსო გოგაშვილი - ყველა გაიგებს, რა არის რეალურად „ნაციონალური მოძრაობა“ და ვინ დგანან მათ უკან

საქართველოში ყველა გაიგებს, რა არის რეალურად „ნაციონალური მოძრაობა“ და ვინ დგანან მათ უკან, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა.

გოგაშვილმა თავის ერთ-ერთ ფეისბუქსტატუსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, სადაც წერდა – „ყველამ გაიგოს, როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში, რომ ამ isis ის ტერორისტების უკან იდგნენ და დგანან საქართველოს „მთავარი“ ოპოზიციური პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“.

„ძალინ მძიმე მოსასმენი იქნება ეს „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რადგან მოულოდნელია ალბათ მათთვისაც, რომ ამდენი ხნის განმავლობაში არ ყოფილა ამაზე საუბარი, მაგრამ ჩემს ხელში აღმოჩნდა ისეთი ინფორმაციები, რომლებიც არამხოლოდ მე მაქვს, ისევე როგორც არაფერი იმალება ისედაც, ხალხში არის საუბარი ამაზე და ხმამაღლა ამაზე არავინ საუბრობს. გადავწყვიტე, რომ ამათ უტიფრობას არ აქვს საზღვარი და ის, რაც გაკეთებული აქვთ თავად, ამბობენ, რომ ხელყუმბარა ჩავდეთ და ხელყუმბარის ჩადების მაქსიმალური დონე სწორედაც რომ მათ აქვთ გამომუშავებული. შორს რომ არ წავიდეთ, ჩატაევი რომ გამოხსნილიყო ე.წ. მართლმსაჯულებიდან, მათ შეკერეს საქმე და ჩაუდეს ისეთნაირად ეს ხელყუმბარა, რომ ვერანაირად ვერ გამტყუნდებოდა ჩატაევი. იძულებული გახდა „ქართული ოცნების“ დროს ხელისუფლება და სასამართლო, რომ ის გამოეშვა და ახლა ამბობენ, თქვენი გამოშვებულიაო. ადამიანი, რომელიც თავისთვის გამოიყენეს და შექმნეს თავისთვის, ჩვენ გვეუბნებიან თქვენ შემოიყვანეთ და ჩადება ხელყუმბარების, რომელიც მათი ხელწერაა, მასზე იძახიან, რომ ჩვენ ჩავდეთ და ადამიანი, რომელიც თავს იფეთქებდა და ადამიანი, რომელიც ჩატაევის გუნდის წევრი იყო, თურმე არ შეიძლება ხელყუმბარა ჰქონოდა“,- აცხადებს გოგაშვილი.

მისივე თქმით, გამოძიებას მაქსიმალურად დაეხმარება და დაინტერესების შემთხვევაში, მის ხელთ არსებულ ინფორმაციას მიაწვდის.  თუმცა ინფორმაციაზე, რაც გოგაშვილის თქმით, მას ამ დროისთვის აქვს, დეტალურად არ საუბრობს.

„მე საზოგადოებას აუცილებლად მივაწვდი ინფორმაციას და სტატუსში არ დამიწერია ისეთი რამე, რასაც ვერ გავაკეთებ, მაქსიმალურად ბევრი ადამიანი დამიკავშირდა ამ საქმესთან დაკავშირებით. მაქსიმალურად დავეხმარები გამოძიებას, თუ ამ მიმართულებით წავა, რომ დადგინდეს ფაქტობრივად, რა როგორ იყო. მე გავაჟღერებ ამ ინფორმაციას. მძიმე თვეებს ვპირდები „ნაციონალურ მოძრაობას“ და ისევე როგორც დააანონსეს ჯოჯოხეთს მოგიწყობთო. ჩემს ოჯახს მოუწყეს ჯოჯოხეთი და არა მხოლოდ ჩემ ოჯახს, მთელ ქვეყანას. თავიანთი მიზნისთვის, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, ყველაფერზე არიან წამსვლელები. მათ შორის არის არაფორმალური ტერორისტული დაჯგუფების შექმნა, რომელიც მათ შექმნეს და ნარჩენები სამი წლის წინ გავანადგურეთ. ნარჩენები კიდე სადღაც არიან და სააკაშვილის და მერაბიშვილის ეს ნელი ნაღმები ამოქმედდება, მათი დავალებით გააქტიურდება.

ამიტომ, ეს არის კონკრეტული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელშიც ჩართული იყო ჩატაევი, ეს არის ძალიან დიდი ინფორმაცია და ახლა დრო არ გვეყოფა. აქ არის საუბარი კონკრეტულ საქმეზე, რომელიც უკავშირდება ჩატაევის დაჯგუფებას, რომლის ნაწილიც განადგურდა 2012 წელს ე.წ. ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს. ახლა არაფერს გეტყვით, ნუ ავჩქარდებით და მათ ვპირდები, რომ საქართველოში ყველა გაიგებს, რა არის რეალურად „ნაციონალური მოძრაობა“ და ვინ დგანან მათ უკან. ამავდროულად, რასაც მოვიპოვებ, გადავთარგმნი და უცხოელ პარტნიორებს მივცემ, დაიგზავნება ოფიციალურ უწყებებში“,- განაცხადა გოგაშვილამ.