სოსო ფხაკაძე - კორონავირუსით გამოწვეული პრობლემის გადასაჭრელად, ეკონომიკური სტიმულირების კუთხით, ხელისუფლებას რამდენიმე ალტერნატიული გზა შევთავაზეთ
სოსო ფხაკაძე - კორონავირუსით გამოწვეული პრობლემის გადასაჭრელად, ეკონომიკური სტიმულირების კუთხით, ხელისუფლებას რამდენიმე ალტერნატიული გზა შევთავაზეთ

ეკონომიკური სტიმულირების კუთხით, ხელისუფლებას რამდენიმე ალტერნატიული გზა შევთავაზეთ, რომ კორონავირუსით გამოწვეული პრობლემა გადაიჭრას, – ამის შესახებ ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ეს იყო გაფართოებული შეხვედრა, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიური კავშირი გვაქვს მთავრობასთან. ბუნებრივია, სერიოზული გამოწვევაა ბიზნესისთვის და ყველაზე მეტად მოწყვლადი ინდუსტრია რაც არის, ტურიზმს შეეხო, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ტურიზმთან დაკავშირებული პრობლემა. მთელს ბიზნესს შეეხება. ყველაზე მინიმუმ, იქნება ფულის დეფიციტის პრობლემა, რადგან შემოსავლები, ეკონომიკური აქტივობის დონე მცირდება და ხარჯები უცვლელი რჩება. ბუნებრივია, ყველა კომპანიაში ფულის დეფიციტი გაჩნდება, რადგან ერთ-ერთი ეკონომიკური სტიმულირების პაკეტის კუთხით, რაც შევთავაზეთ ხელისუფლებას, არის რამდენიმე ალტერნატიული გზა, რომ ეს პრობლემა გადაიჭრას. მაგალითად, გადასახადების თუნდაც გარკვეული ვადით გადავადების კუთხითაც. ნომერ პირველი არის, რომ დავიცვათ ცალსახად ის მინიმალური ჰიგიენური წესები, რაც დასაცავია. მეორე, მზაობა არის არამარტო გადავადებასთან, არამედ რამდენიმე პუნქტიანი ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი დავაყენეთ ხელისუფლებასთან და თითოეული მათგანის განხილვა მოხდება“,- განაცხადა ფხაკაძემ.

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.