სოსო ფხაკაძე - ხელისუფლებას ჩვენზე ნაკლებად არ ესმის, რომ „თიბისი ბანკის“ სტაბილურობაზეა დამოკიდებული საქართველოს ფინანსური სექტორის სტაბილურობა
სოსო ფხაკაძე - ხელისუფლებას ჩვენზე ნაკლებად არ ესმის, რომ „თიბისი ბანკის“ სტაბილურობაზეა დამოკიდებული საქართველოს ფინანსური სექტორის სტაბილურობა

ხელისუფლებას ჩვენზე ნაკლებად არ ესმის, რომ „თიბისი ბანკის“ სტაბილურობაზეა დამოკიდებული საქართველოში ფინანსური სექტორის სტაბილურობა, – ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფის“ დამფუძნებელმა, სოსო ფხაკაძემ განაცხადა, რომელიც ბიზნესომბუდსმენის 2018 წლის ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდა.

მისივე თქმით, „თიბისი ბანკის“ ბედი ამ ეტაპზე გარკვეულია და ისევე წარმატებით აგრძელებს ფუნქციონირებას, როგორც აქამდე.

ამასთან, ფხაკაძე თავს იკავებს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს დატოვების შესახებ მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილების შეფასებისგან.

„თიბისი ბანკი“ ბიზნესასოციაციის წევრია და ჩვენ, როგორც ინსტიტუცია, ვიცავთ ინსტიტუციას. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი, რომლებმაც ამ ბანკის საკითხი დავაყენეთ მთავრობასთან და მათგანაც შესაბამისი დაპირება მივიღეთ“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.