სოსო ფხაკაძე - არც კულუარულ, არც პირად საუბრებში არ ფიქსირდება, რომ ბიზნესი შევიწროებულია 
სოსო ფხაკაძე - არც კულუარულ, არც პირად საუბრებში არ ფიქსირდება, რომ ბიზნესი შევიწროებულია 

პრობლემები ყოველთვის იქნება, მაგრამ ზეწოლას და შევიწროებას ვერ ვხედავთ, – ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა სოსო ფხაკაძემ განაცხდა.

როგორც სოსო ფხაკაძემ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, ხელისუფლებასთან კომუნიკაცია ძალიან კარგია.

„საქართველოს ბიზნესასოციაცია აერთიანებს დაახლოებით 70-მდე ადამიანს. არც კულუარულ, არც პირად საუბრებში, არც ასეთი ტიპის შეხვედრებზე, არ ფიქსირდება, რომ ბიზნესი შევიწროებულია. ჩვენი განწყობა, რეალური ხედვაა და განცხადებაა, რომ ჩვენ პრობლემებს ვერ ვხედავთ. პირიქით, ძალიან კარგი კომუნიკაციაა ხელისუფლებასთან. პრობლემები ყოველთვის იქნება, მაგრამ ზეწოლას და შევიწროებას ვერ ვხედავთ. ჩვენ ნებისმიერ საკითხზე ყოველთვის გვაქვს ადეკვატური პასუხი ხელისუფლებისგან”, – განაცხადა ფხაკაძემ.