სოსო არჩვაძე - ბიზნესის მიერ სახელმწიფოსადმი შანტაჟი უპერსპექტივოა და იგი წარმატებით ვერ დასრულდება
სოსო არჩვაძე - ბიზნესის მიერ სახელმწიფოსადმი შანტაჟი უპერსპექტივოა და იგი წარმატებით ვერ დასრულდება

„ომეგა ჯგუფმა“ სახელმწიფო ბიუჯეტში ვალის გადახდის დაწყებას ეკონომიკური ექსპერტები ეხმაურებიან. გავრცელებული ინფორმაციით შეტანილია პირველი მილიონი ლარი და ეს კომპანია მომავალში აპირებს ვალის თანდათანობით გადახდას და პარალელურად, ითხოვს სამუშაო პროცესის განახლებას. ეკონომიკის ექსპერტი

ექსპერტი სოსო არჩვაძე აცხადებს, რომ „ომეგა ჯგუფის“ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში ვალის გადახდის დაწყება მისასალმებელია.

მისივე თქმით, „ომეგა ჯგუფმა“ გააცნობიერა, რომ ბიზნესის მიერ სახელმწიფოსადმი „ფრონდა“( შანტაჟი) უპერსპექტივოა და წარმატებით ვერ დასრულდება.

„დავალიანების თანხის გადახდა დაწყებულია არჩევნების წინ და არა შემდეგ, ანუ ფირმის ხელმძღვანელობა ბოლომდე აცნობიერებს, რომ როგორც უნდა დამთავრდეს არჩევნები, ეს სახელმწიფო ინსტიტუტების სტაბილურობაზე ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს, სახელმწიფო პოლიტიკა და დამოკიდებულება ბიზნესისადმი იქნება უცვლელი – სამართლებრივი, სამართლიანი და კატეგორიული. კანონით განსაზღვრული გადასახადი უნდა გადაიხადოს ყველამ და ბოლომდე. სახელმწიფომაც ბიზნესის მიმართ გადადგა შემხვედრი ნაბიჯები და კომპანიისთვის წარმოების განახლების შესაძლებლობისთვის მოუხსნა ინკასო ანგარიშზე და საბრუნავ საშუალებებზე”, – აცხადებს სოსო არჩავძე.

მისი ინფორმაციით, საქართველოში მოქმედი საკმაოდ ლიბერალური საგადასახადო რეჟიმი და სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესისადმი გულისხმიერი დამოკიდებულება ბიზნესის მხრიდანაც მოითხოვს ანალოგიურ დამოკიდებულებას.

დატოვე კომენტარი