სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანმა ქალაქ შუშას ეკლესიაზე დარტყმა განახორციელა
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანმა ქალაქ შუშას ეკლესიაზე დარტყმა განახორციელა

აზერბაიჯანმა ქალაქ შუშას ეკლესიაზე დარტყმა განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია და სომხეთის თავდაცვის უწყების ოფიციალური წარმომადგენელი, არცრუნ ჰოვანისიანი ავრცელებენ.

„რაზე შეიძლება ვესაუბროთ ადამიანებს, რომლებიც ცეცხლს უხსნიან ეკლესიას“, – დაწერა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, არცრუნ ჰოვანისიანმა.

სომხური მედიის ინფორმაციით, შუშას ტაძარი 90-იანი წლების საბრძოლო მოქმედებების შემდეგ აღადგინეს. შუშა მთიანი ყარაბაღის რეგიონში მდებარე ქალაქია.