სომხური მედიის ინფორმაციით, ქალაქ სტეფანაკერტში სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის

13:08, 21.09.2023

სომხური მედიის ინფორმაციით, ყარაბაღის ქალაქ სტეფანაკერტში სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის.

სომხური მედია ყარაბაღში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებზე დაყრდნობით წერს, რომ ქალაქის გარეუბანში ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა ადგილობრივი დროით 11:37 საათზე დაიწყო.

ადგილობრივი მცხოვრებლები ასევე აცხადებენ, რომ ქალაქის გარეუბანში საარტილერიო ჭურვები აფეთქდა. მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ამასთან, აზერბაიჯანული მხარე ქალაქ სტეფანაკერტს ქალაქ ხანქენდად მოიხსენიებს.

მსგავსი