სომხური მედიის ინფორმაციით, სომხეთისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ესკალაციის საკითხი განიხილეს
სომხური მედიის ინფორმაციით, სომხეთისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ესკალაციის საკითხი განიხილეს

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ესკალაციის საკითხი სომხეთისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„სომხეთის თავდაცვის მინისტრმა წარმოადგინა ინფორმაცია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, რათა ყველა ძალისხმევა გასწიოს, რომ საზღვარზე საბრძოლო მოქმედებები შეწყდეს“, – ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესრელიზში.

სომხეთი ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანმა 2020 წლის 9 ნოემბერს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამმხრივი განცხადების პირობები უხეშად დაარღვია.

თავის მხრივ, აზერბაიჯანში აცხადებენ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის ესკალაცია სომხეთის შეიარაღებული ძალების პროვოკაციის გამო მოხდა.

დატოვე კომენტარი