სომხური მედიის ინფორმაციით, სერჟ სარგსიანი ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას დათანხმდა
სომხური მედიის ინფორმაციით, სერჟ სარგსიანი ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას დათანხმდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, სერჟ სარგსიანი ოპოზიციონერ დეპუტატ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას დათანხმდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა 22 აპრილს, 10:00 საათზე სასტუმრო „მარიოტში“ შედგება.

თავად ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრის გადადგომის საკითხს დააყენებს.

ფაშინიანის თქმით, 11:00 საათზე დაგეგმილი აქცია ერთი საათით გვიან, 12:00 საათზე დაიწყება.