სომხური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის ხელისუფლებასთან ე.წ. ზანგეზურის დერეფანზე მოლაპარაკებებს კულისებს მიღმა გამართავს
სომხური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის ხელისუფლებასთან ე.წ. ზანგეზურის დერეფანზე მოლაპარაკებებს კულისებს მიღმა გამართავს.
სომხური მედია წერს, რომ ეს არის ამერიკული ინიციატივა, რომელიც, როგორც ჩანს, მხარეებმა მიიღეს. სხვა დეტალები არ გახმაურებულა.
ფაშინიანის ბოლო ვიზიტი მოსკოვში 8 მაისს შედგა, სადაც ის დიდ სამამულო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთში ორდღიანი ვიზიტით გაემგზავრა. გავრცელებული განცხადების თანახმად, ფაშინიანი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც რუსეთის ფედერაციის ალთაის რესპუბლიკაში ბუნებისა და გარემოს დაცვას ეძღვნება.