სომხური მედიის ინფორმაციით, ფაშინიანი 22 აპრილს სომხეთის პრემიერს შეხვდება
სომხური მედიის ინფორმაციით, ფაშინიანი 22 აპრილს სომხეთის პრემიერს შეხვდება

სომხური მედიის ინფორმაციით, პარტიის „სამოქალაქო შეთანხმება“ ლიდერი და ერევანში მიმდინარე აქციის ორგანიზატორი ნიკოლ ფაშინიანი, 22 აპრილს სომხეთის პრემიერ-მინისტრს, სერჟ სარგსიანს შეხვდება. ამის შესახებ ფაშინიანმა რამდენიმე წუთის წინ, ერევანში საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

შეხვედრის დრო და ადგილი, ამ დროისთვის, უცნობია.

სომხეთში რამდენიმე დღეა, ოპოზიციონერ ნიკოლ ფაშინიანის ორგანიზებით საპროტესტო აქციები იმართება. დემონსტრანტები სომხეთის პრემიერის გადადგომას ითხოვენ.