სომხური მედიის ინფორმაციით, პარტია „დაშნაკცუთიუნი“ საპარლამენტო ფრაქციებს მოუწოდებს, პრემიერობის ერთიან კანდიდატზე შეთანხმდნენ

17:57, 27.04.2018

პარტია „დაშნაკცუთიუნი“ ახალი ინიციატივით გამოდის, რომ საპარლამენტო ფრაქციები პრემიერ-მინისტრობის ერთიან კანდიდატზე ჩამოყალიბდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური სააგენტო News.am ავრცელებს.

„1-ელ მაისს, პარლამენტის სხდომაზე ჩამოვაყალიბოთ ერთობლივი პოლიტიკური დღის წესრიგი ყველა საპარლამენტო ფრაქციისა და პარტიის მონაწილეობით და შევთანხმდეთ საერთო კანდიდატზე, რომელსაც ექნება ხალხის ნდობა“, – აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსნებთ, 1-ელ მაისს სომხეთის პარლამენტში პრემიერ-მინისტრის არჩევნებია დანიშნული.

მსგავსი