სომხური მედიის ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში დაქირავებული სირიელი მებრძოლი დააკავეს
სომხური მედიის ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში დაქირავებული სირიელი მებრძოლი დააკავეს

სომხური მედია მთიან ყარაბაღში დაქირავებული სირიელი მებრძოლის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია უცხოელი ტერორისტი მეჰრედ მუჰამედ ალხერი, რომელიც სირიის ჰამას პროვინციიდან მთიან ყარაბაღში ჩავიდა.

სომხეთის თავდაცვის უწყების ცნობით, დადასტურებული ფაქტია, რომ თურქეთი სირიასა და ლიბიაში მებრძოლებს წვრთნის, შემდეგ კი მთიან ყარაბაღში გზავნის.

სომხური მედიის ინფორმაციით, დაკითხვაზე სირიელმა მებრძოლმა თქვა, რომ მთიან ყარაბაღში 19 ოქტომბერს 250 მებრძოლთან ერთად ჩავიდა, რისთვისაც 2 000 დოლარს დაპირდნენ.

სომხური მედიის ცნობით, დაკავებული ამბობს, რომ მომზადება ბანაკში გაიარა, სადაც მათთან თურქი ინსტრუქტორები მუშაობდნენ.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის სამხედროებმა აზერბაიჯანის არმიის დივერსიული ჯგუფი გაანეიტრალეს. სომხეთის თავდაცვის უწყება სამხრეთის ფრონტზე ინტენსიური ბრძოლების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სომხური მედია წერს, რომ ამ დროისთვის საბრძოლო მომზადებას გადის ქალთა პირველი დანაყოფი.

დატოვე კომენტარი