სომხური მედიის ინფორმაციით, ერევნის ცენტრში აქციაზე პოლიციამ მოქალაქეები და ოპოზიციის ლიდერები დააკავა
სომხური მედიის ინფორმაციით, ერევნის ცენტრში აქციაზე პოლიციამ მოქალაქეები და ოპოზიციის ლიდერები დააკავა

„ნიკოლი მოღალატეა“ – ამ შეძახილებით სკანდირებენ მომიტინგეები ერევანში თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

ერევნის ცენტრში აქციაზე პოლიციამ მოქალაქეები და ოპოზიციის ლიდერები დააკავა. ოპოზიციური პარტია „დაშნაკცუთიუნის“ წარმომადგენლმა, გეგამ მანუკიანმა აქციაზე გამოსვლისას ომის დროს სომხეთის ერთიანობას გაუსვა ხაზი.

მისი თქმით, ამ დროს ქვეყნის მთავრობა პრემიერ-მინისტრის მეთაურობით დამნაშავეებს ეძებს.

„ის დამნაშავეს ორ წელიწად-ნახევარი ეძებდა, რათა ნათელი არ გამხდარიყო, რომ ერთადერთი დამნაშავე არის ის და მისი გუნდი. ამიტომაც ის უნდა წავიდეს“, – აცხადებს გეგამ მანუკიანი.

პარტია „ერთი სომხეთის“ დამაარსებელმა, არტურ კაზინიანმა საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ ისინი მტრისთვის მიწის ჩაბარებას არ აპირებენ.

„მტერმა სიუნიკამდე მიაღწია. ჩვენთვის კითხვის გარეშე, მათ მიწები დათმეს, რადგან იცოდნენ, ჩვენ არ დავთანხმდებოდით“, – აცხადებს არტურ კაზინიანი.

ოპოზიციის ლიდერის და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვაზგენ მანუკიანის განცხადებით, ყველაფერი ორ წელიწად-ნახევრის წინ მომზადდა.

„თუ დღეს არ გავაძევებთ ნიკოლს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ერს ღირსება არ გააჩნია. ნიკოლის გაძევება კაპიტულაციაზე არ დათანხმებას ნიშნავს“, – აცხადებს ვაზეგ მანუკიანი.