სომხური მედიის ინფორმაციით, დღეს საღამოს მიწისძვრა სომხეთის ტერიტორიაზეც დაფიქსირდა
სომხური მედიის ინფორმაციით, დღეს საღამოს მიწისძვრა სომხეთის ტერიტორიაზეც დაფიქსირდა

სომხური მედიის ინფორმაციით, დღეს საღამოს მიწისძვრა სომხეთის ტერიტორიაზეც დაფიქსირდა.

როგორც სომხური მედია ქვეყნის ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველო-სომხეთის საზღვართან ახლოს, სოფელ ბავრასთან, 10 კილომეტრის სიღრმეზე იყო.

სომხური მედიის ინფორმაციით, ბიძგების სიძლიერე კი ეპიცენტრში 6-7 ბალს შეადგენდა. მათივე ცნობით, 4-5 ბალის სიმძლავრის ბიძგები იგრძნობოდა შირაკის, ლორისა და არაგაწოტნის ოლქებში, სამი ბალის სიმძლავრის ბიძგები კი სომხეთის დედაქალაქ ერევანში.

ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, სომხეთში მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ტაშირიდან 25 კილომეტრში იყო. ბიძგები 22:28 საათზე დაფიქსირდა და სიძლიერემ 4.2 მაგნიტუდა შეადგინა. ამასთან, ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, პირველი მიწისძვრიდან რამდენიმე წუთში სომხეთის დასახლებულ პუნქტ ამასიასთან კიდევ ერთი, 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

თბილისის დროით 22:25 საათზე საქართველოში 6.2 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო.