სომხური მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმია ყარაბაღში ქალაქ სტეფანაკერტს ბომბავს
სომხური მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმია ყარაბაღში ქალაქ სტეფანაკერტს ბომბავს

სომხური მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმია ყარაბაღში ქალაქ სტეფანაკერტს ბომბავს.

სომხურ მედიასთან საუბარში არაღიარებული ყარაბაღის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაბომბვა უკვე ნახევარი საათია, გრძელდება და არ არის კავშირი რეგიონში.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანმა ყარაბაღში ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყო. ამასთან, აზერბაიჯანული მხარე ქალაქ სტეფანაკერტს ქალაქ ხანქენდად მოიხსენიებს.