სომხური მედიის ცნობით, ქალაქ გიუმრის მერიაში სპეცდანიშნულების რაზმები შევიდნენ
სომხური მედიის ცნობით, ქალაქ გიუმრის მერიაში სპეცდანიშნულების რაზმები შევიდნენ.
სომხეთის ანტიკორუფციულ კომიტეტში ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ გიუმრის მერიაში ანტიკორუფციული კომიტეტის გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარებოს.
მანამდე გიუმრის მერის, ვარდან გუკასიანის შვილის წინააღმდეგ გამოძიება გამოძალვისა და ქონების მითვისების საქმეზე დაიწყო
ცნობისთვის, 7 ოქტომბერს გიუმრის მერმა, ვარდან გუკასიანმა განაცხადა, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს დევნიან. მან ასევე მიმართა ამომრჩევლებს და ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომ მის წინააღმდეგ „ანტიდემოკრატიული ნაბიჯები იდგმება“ და რომ ის „არ დანებდება“.