სომხური მედიის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

00:49, 03.10.2023

სომხური მედიის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანსა და ევროკომიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

მედია ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის აპარატზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, საუბრისას მხარეებმა განიხილეს ყარაბაღის სომხების იძულებითი დეპორტაციის შედეგად გამოწვეულ ვითარებასთან დაკავშირებული თემები. ასევე, რეგიონში არსებული ვითარება და სომხეთ-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები.

„არმენპრესი“ იუწყება, რომ მხარეები დისკუსიების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ ამ კვირაში გრანადაში ჩანიშნული ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში.

მსგავსი