სომხური მედიის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში გაემგზავრება, სადაც ვლადიმერ პუტინს შეხვდება
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 26-30 სექტემბერს რუსეთის დედაქალაქში ჩავა, სადაც დაგეგმილია „მსოფლიო ატომური კვირეული“, – ამის შესახებ სომხური მედია წერს.
მედიის ცნობით, ღონისძიებაში იმ ქვეყნების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც საკუთარ ბირთვულ პროგრამას ავითარებენ.
როგორც სომხური მედია წერს, ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გეგმავს შეხვედრას.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფისში ფაშინიანის რუსეთში გამგზავრების შესახებ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებენ.
სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის პრეზიდენტის უკანასკნელი შეხვედრა 31 აგვისტოს გაიმართა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში.