სომხური მედია - ვოლოდიმირ ზელენსკი უახლოეს მომავალში, შესაძლოა, სომხეთს ეწვიოს
სომხური მედია - ვოლოდიმირ ზელენსკი უახლოეს მომავალში, შესაძლოა, სომხეთს ეწვიოს

სომხური მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უახლოეს მომავალში, შესაძლოა, სომხეთს ეწვიოს.

როგორც factor.am-ი იუწყება, ვიზიტი, სავარაუდოდ, მარტში გაიმართება, თუმცა საბოლოო თარიღი ჯერ დადგენილი არ არის.

ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა არც უარყოფს სომხეთში უკრაინის დროებითი რწმუნებული ვალერი ლობაჩი.

„რამდენიმე დღეში თქვენ სიახლეს მოისმენთ. ვიტყვი, რომ უკრაინა მზად არის, მხარი დაუჭიროს სომხეთს. შემიძლია მხოლოდ იმის თქმა, რომ გაზაფხული ბევრ პოზიტიურ მოვლენას მოიტანს სომხეთში“, – განაცხადა ლობაჩმა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს პირველად შემოდგომაზე გრანადაში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე შეხვდნენ.