სომხური მედია – ირანმა ფაშინიანს „ტრამპის გზასთან“ დაკავშირებით ახალი მკაცრი პირობები წაუყენა, თუმცა საჯარო სივრცეში კეთილგანწყობილ ტონს ინარჩუნებს

13:17, 08.09.2026

news.am-ის ცნობით, თეირანმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს „ტრამპის გზის“ მშენებლობასთან დაკავშირებით მოულოდნელად ახალი მკაცრი პირობები წაუყენა, თუმცა საჯარო სივრცეში კეთილგანწყობილ პოზიციას ინარჩუნებს.

ირანის ხელისუფლებამ მოითხოვა, რომ „ტრამპის გზის“ უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ ან მხოლოდ სომხეთის შეიარაღებული ძალები, ან მესამე ქვეყნის შეიარაღებული ძალები, რომლებიც უკვე იმყოფებიან სომხეთის ტერიტორიაზე. მედიის ცნობით, იგულისხმება რუსეთის შეიარაღებული ძალები.

სომხური მედიის  წყაროების ინფორმაციით, თეირანი ცდილობს, გამორიცხოს ამერიკული სამხედრო ძალების გამოჩენა მის საზღვრებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაძაბულობის გამწვავების პირობებში, ირანი ამერიკელ სამხედროებს ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევს.

მედიის ინფორმაციით, ირანის პოზიცია მნიშვნელოვნად ართულებს ერევნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პროექტის განხორციელებას.

მსგავსი