სომხური მედია - აზერბაიჯანელი სამხედროები მარტაკერტის რაიონის სოფელ ნორ ყაზანჩის მიმართულებით 370 მეტრით წინ წავიდნენ
სომხური მედია - აზერბაიჯანელი სამხედროები მარტაკერტის რაიონის სოფელ ნორ ყაზანჩის მიმართულებით 370 მეტრით წინ წავიდნენ

აზერბაიჯანელი სამხედროები მარტაკერტის რაიონის სოფელ ნორ ყაზანჩის მიმართულებით 370 მეტრით წინ წავიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

ადგილობრივმა თემის ლიდერმა, რუსლან არსტამიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანელებმა თავიანთი პოზიციები „ღამის საფარქვეშ“ გადაადგილეს.

„მათი პოზიცია მდებარეობდა ვანკ-დრმბონის კვეთიდან 1,5 კმ-ში. მეორე პოზიციაც გადაიტანეს. „ჯიპიეს“-ით გადამოწმების შემდეგ, ისინი 370 მეტრით წინ წავიდნენ და პოზიციები დაიკავეს. მათ მოითხოვეს ორი სომხური პოზიციის გადაადგილება 300 მეტრით სოფლისკენ, ამ შემთხვევაში ისინიც შეცვლიან პოზიციებს. ორი საათის წინ ჩვენ ადგილზე ვესაუბრეთ რუსი სამშვიდობოების მეთაურს, მათ თქვეს, რომ მოდით ჩვენმა ხელმძღვანელობამ და მათმა ხელმძღვანელობამ მოაგვაროს ეს საკითხი“, – განაცხადა რუსლან არსტამიანმა.