სომხეთში ოპოზიციური პარტია „სამშობლოს“ გენერალური მდივანი ხაჩიკ გალსტიანი დააკავეს

15:09, 30.12.2025

ანტიკორუფციული კომიტეტის გამომძიებლებმა პარტია „სამშობლოს“ გენერალური მდივანი ხაჩიკ გალსტიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.

ინფორმაციას ოპოზიციონერის ადვოკატიც ადასტურებს.

მანამდე პარტია „სამშობლოს“ ლიდერმა, არტურ ვანეციანმა განაცხადა, რომ მისთვის უცნობი მიზეზებით სომხეთის ანტიკორუფციული კომიტეტის თანამშრომლები გალსტიანის ბინაში ჩხრეკას ატარებდნენ.

როგორც ვანეციანმა აღნიშნა, „ეს სოხმეთში პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი მაგალითია“.

მსგავსი