სომხეთში ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის ერთი პირი დააკავეს
სომხეთში ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის ერთი პირი დააკავეს

სომხური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა „ფეისბუქის“ მომხმარებელი, რომელმაც ყალბი გვერდის, „დიანა არუთიუნიანის“ სახელით გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა აშშ-ის პრეზიდენტს ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაცია მიულოცა.

როგორც სომხური მედია წერს, აღნიშნული ყალბი ინფორმაცია ასევე გავრცელდა აზერბაიჯანულ და ირანულ მედიაში.

სომხეთის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მსგავსი ყალბი ამბების გავრცელება ქვეყნის უსაფრთხოებას ზიანს აყენებს.

ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო სომხეთში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.