სომხეთში ვიზიტის ფარგლებში რატი ბრეგაძემ არმავირის ციხეში საქართველოს მოქალაქეები მოინახულა
სომხეთში ვიზიტის ფარგლებში რატი ბრეგაძემ არმავირის ციხეში საქართველოს მოქალაქეები მოინახულა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სომხეთში ვიზიტის ფარგლებში არმავირის პენიტენციური დაწესებულება მოინახულა.

იუსტიციის მინისტრმა ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და საქართველოს მოქალაქეებს გაესაუბრა, რომლებიც სასჯელს არმავირის ციხეში იხდიან.

რატი ბრეგაძემ პენიტენციური სისტემის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ პატიმართა უფლებები მაღალ დონეზეა დაცული.

სომხეთში სასჯელს საქართველოს შვიდი მოქალაქე იხდის.