სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს გაიმართება

11:23, 11.05.2021

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს გაიმართება. პრეზიდენტმა არმენ სარქსიანმა განკარგულებას ხელი მოაწერა.

მანამდე სომხეთის პარლამენტმა მეორე მცდელობით ვერ აირჩია პრემიერ-მინისტრი, რაც კონსტიტუციით, ავტომატურად პარლამენტის დათხოვნას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ ფორმალურ კენჭისყრაზე კანდიდატურის არდამტკიცებასთან დაკავშირებით შეთანხმება საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციურ ფრაქციებს შორის წინასწარ შედგა.

მსგავსი